top of page
  • Wix Facebook page
  • Wix Twitter page

პროექტი ”ლამაზი სახლი”

 

ალბათ შეამჩნევდით, რომ თბილისში ყველა ძველი კორპუსი ერთმანეთს გავს, რადგან უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა. ე.წ ხრუშოვკა, ჩეხური, ხიზანიშვილი, ყავლაშვილი და იტალიური ეზოები.

 

ბინების ინტერიერიც თითქმის ყველგან ერთი და იგივე სტილშია გადაწყვეტილი: ერთი და იგივე ავეჯი და ჭურჭელი. უმეტესად დაბალი ჭერი, პატარა ფანჯრები, ბნელი ოთახები. არანაირი ინდივიდუალიზმი. ძველ ინტერფეისს შეჩვეულებს, ახალ აშენებული ბინაში გადასვლისას გვიჭირს დავაპროექტოთ ეს დიდი და ნათელი სივრცე ისე, რომ კომფორტთან ერთად დახვეწილი დიზაინიც მივიღოთ.

 

ბინის ინტერიერის არასწორი დაგეგმარება და პატარა ფართების დიდი ავეჯით გადატვირთვა გვართმევს სივრცეს. ანდა დიდი ოთახის შეუვსებლობა და ცარიელი კედლები - ტოვებს დაუსრულებელ სახეს.

 

პროექტი ”ლამაზი სახლი” გაძლევთ საშუალებას მოაწყოთ სახლი გემოვნებით. გაილამაზოთ ცხოვრება და გაახაროთ თქვენი ოჯახის წევრები. შესაძლებლობა გეძლევათ რეალობად აქციოთ ის ლამაზი სურათები, რომელსაც სხვადასხვა ინტერიერის დიზაინის საიტებზე ან ჟურნალებში ათვალიერებთ და ოცნებობთ მსგავს პირობებში თქვენც იცხოვროთ.

 

პროექტის ფარგლებში სრულიად უფასოდ ჩვენ შეგიქმნით თქვენთვის სასურველ დიზაინს. შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ თქვენს ბინაში არსებულ ავეჯს და აქსესუარებს, საჭიროებიდან გამომდინარე მათ განვაახლებთ მინიმალური დანახარჯებით. ასევე დაგეხმარებით საჭირო ნივთების შეძენაში. ჩვენ ვუზრუნველჰყობთ ზოგიერთი ნივთების საზღვარგარეთიდან შეკვეთასაც, რაც გვერწმუნეთ რომ გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით კაპიტალური რემონტის გაკეთებაშიც.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გადაიღოთ და გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე თქვენი ბინის ერთ ერთი ოთახის სურათი, რომლის გალამაზებაც გსურთ. ასევე გთხოვთ მიუთითოთ მაქსიმალური თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ ამ განახლებებზე. ჩვენ ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი დანაზოგი. ასევე მოგვწერეთ ინტერიერის სტილი, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ საიტზე მოცემული იქნება დიზაინში გამოყენებული ნივთების ფასები, რის მეშვეობითაც ძალიან ადვილად შეძლებთ მთლიან ინტერიერისთვის საჭირო დაახლოებითი ხარჯების დაანგარიშებას.

 

ფოტო სურათის გადაღების წესები:

პატარა ოთახის შემთხვევაში ერთ კადრში უნდა ჩანდეს თითო კედელი. გვჭირდება ოთხივე კედლის ფოტო სურათი. დიდი ოთახის შემდხვევაში თითო კადრში უნდა ჩანდეს ორი კედელი.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

lamazisaxli@yahoo.com

www.facebook.com/lamazi.saxli.3

www.facebook.com/pages/პროექტი-ლამაზი-სახლი/729629947071910

bottom of page